English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ოლგა იაცენკო
სავაჭრო პოლიტიკა, როგორც ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტი

ვრცელი რეზიუმე

პერმანენტულ და დინამიურ გლობალურ პროცესებს, მსოფლიო ეკონო­მიკა გადაყავთ ეროვნული ეკონომიკების მუდმივი ურთიერთქმედების სფეროში, სადაც მთავარ ტრენდად გამოდის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერ­თობების ლიბერალიზაცია. განსაზღვრულია, რომ ვაჭრობა წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების და მსოფლიო უმეტესობა ქვეყნებში სიღარიბის პრობლემის დაძლევის მნიშვნელოვან ფაქტორს, მაგრამ ბოლო 20 წლის განმავლობაში მან  განიცადა რიგი ცვლილება, რომელთაგან ძირეულს წარმოადგენს: ფასების მერყეობა, ფინანსური კრიზისი, ეკონომიკური განვითა­რების ინტელექტუალი­ზაცია, მსოფლიო ეკონომიკის შემდგომი ინსტიტუციონალიზაცია, საერთაშო­რისო ეკონომიკური საქმიანობის სუბიექ­ტების რიცხვის ზრდა, ნედლეულის სასაქონლო ბაზრებზე ფასების მნიშვნელოვანი მერყეობა, მომსახურების ვაჭრობის ზრდადი მნიშვნელობა.

კვლევაში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ სა­ვაჭ­რო პოლიტიკას წამყვანი როლი ენიჭება ქვეყნის ეკონომიკური განვითა­რე­ბის ინსტრუმენტის სახით, ეფექ­ტური მრავალმხრივი და ორმხრივი მოლა­პა­რაკებები, იმპლემენტაციის, გადახედვის, სავაჭრო კანონების დაცვისა და აღდგენის, ინსტიტუტების, სა­ვაჭ­რო პრაქტიკის შემოღების მეშვეობით, რადგანაც იგი ეხება საქონლის, მომსა­ხურების, კაპიტალის, ტექნოლოგიის, ადამიანების საერთაშორისო გაცვ­ლასა და ბრუნვას.

მნიშვნელოვანი ყურადღება კვლევაში ეთმობა უკრაინას, რადგანაც ქვეყ­ნისთვის აქტუალურ პრობლემად გამოდის სავაჭრო პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდა, სავაჭრო პარტნიორების წრის გაფართოება, პოლიტიკურ პრობლე­მებთან და შიდა ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებული გეოგრაფიული დი­ვერ­სიფიკაცია: გარკვეული ტერიტორიების ანექსია და შეიარაღებული კონფ­ლიქ­ტი ქვეყნის აღმოსავლეთით. ნაშრომში გამოკვლეულია უკრაინაში თავისუ­ფალი ვაჭრობის ზონის თავისებურებები და პოტენციალის რეალიზაციის მექანიზმები ევროკავშირთან. დემონსტრირებულია, რომ თანამედროვე ეტაპზე უკრაინასა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა ხასიათდება, საქონლით თავისუფალი ვაჭრობის ზონაში, პოლიტიკურ-ეკონომიკური დიალოგის მაღალი დონით და ინტეგრაციით. ხაზგასმულია, რომ თანამედროვე სავაჭრო-ეკონო­მიკური ურთიერთობებს გააჩნიათ განხორციელების ფორმებისა და მეთოდების ფართო სპექტრი. ორმხრივი სავაჭრო ნაკადების ეფექტიანობის, თავისუფალი ვაჭრობის ზონის ეკონომიკური ეფექტებისა და ინტეგრაციული თანამშრომ­ლობის გაღრმავების შესაძლო შედეგების შეფასების ყველაზე გავრცელოე­ბულ მეთოდს წარმოადგენს გრავიტაციული მოდელის ინსტრუმენტარიები. გრა­ვიტაციული მოდელის მეთოდოლოგიური ინსტრუმენტარიების გამოყენებამ საშუალება მოგვცა შემდგომ წლებში გაგვეკეთებინა ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის პროგნოზირება. კვლევისას გაანგარიშებულია საგარეო ვაჭრობის ბრუნვის რაოდენობრივი მაჩვენებლების პროგნოზი ქვეყნებს შორის 2020 წლამ­დე.